30:23 Zaira Vadatchkoria

ბათუმის ქალთა კამერული გუნდი 1-დან 9 ივლისის ჩათვლით ლატვიაში გამართულ საერთაშორისო და ყველაზე ხანდაზმულ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალში მიიღებეს მონაწილეობას. 22 წევრიანი ქალთა კოლექტივი მსმენელის წინაშე ოთხი სოლო კონცერტით წარსდგება. სადაც ისინი ფესტივალის ორგანიზატორების დაკვეთით, მრავალხმიან ქართულ თანამედროვე და კლასიკურ საგუნდო ნომრებს შეასრულებენ. ფესტივალში საქართევლოსთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო გუნდების 40 ათასამდე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ბათუმის მერიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი წელს 15 წლის გახდა და ის ამ ხნის განმავლობაში არაერთი დიპლომის მფლობელია.

Amfibi Web Search & Directory