გელა ვადაჭკორია
გელა ვადაჭკორია

. ბათუმის ქალთა კამერული გუნდის 

მთავარი დირიჟორი.                     

 

 

გელა ვადაჭკორია - დაიბადა 12. 02.1965 წ.

აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1982-88 წწ. სწავლობდა ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე.

1988-93 წწ. სწავლობდა ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტზე. ამავე წლებში მუშაობდა საქართველოს საგუნდო კაპელაში.

 1996 წლიდან არის ბათუმის ქალთა კამერული გუნდის მთავარი დირიჟორი.

 

ჯილდოები

     

     1997 წელი  ქ. ვარნა ( ბულგარეთი) პროფესორ ა. დიმიტროვის სახელობის 24-ე საერთაშორისო საგუნდო კონკურსი, დიპლომი,მედალი და სიგელი.

1998 წელს თურქეთის  რესპუბლიკაში,  ქ. ანკარაში  მე-2 საერთაშორისო საგუნდო კონკურსი. დიპლომი და  პოლიფონიური მუსიკის ასოციაციის სერტიფიკატი.