ბათუმის ქალთა კამერული გუნდი
ბათუმის ქალთა კამერული გუნდი

ბათუმის ქალთა კამერული გუნდის

ისტორია

ბათუმის ქალთა კამერული გუნდი ჩამოყალიბდა 1996 წელს. სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია - სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.მთავარი დირიჟორი- გელა ვადაჭკორია,აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ქალთა კამერული გუნდი არის არაერთგზის საერთაშორისო საგუნდო კონკურსების პრიზიორი, მედლის, დიპლომისა და საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი, რომელიც გუნდს მიენიჭა პოლიფონიური მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.( ქ. ვარნაში, ბულგარეთში 1997 წელს) ა. დიმიტროვის სახელობის საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე და ქ. ანკარაში( თურქეთში) მეორე საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე - 1998წ.

2012 წელს ქალთა კამერულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო სართაშორისო ფესტივალში “ აღდგომიდან ამაღლებამდე“ქართველი -ებრაელი კომპოზიტორის იოსეფ ბარდანაშვილის საავტორო კონცერტზე.

 2013 წლის 1-9 ივლისს ქალთა კამერულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ლატვიაში,ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო სიმღერისა და ცეკვის ფესტივალში.

ქალთა კამერული გუნდის რეპერტუარშია როგორც კლასიკოს და ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორთა, ასევე დასავლეთ ევროპის ავტორთა საგუნდო ნაწარმოებები. დაარსების დღიდან ქალთა კამერული გუნდი გამოირჩევა შესრულების ორიგინალური მანერით და მისი რეპერტუარი მოიცავს ფართო სპექტრის საგუნდო ლიტერატურას.

ქალთა კამერული გუნდის მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და განვითარებაში, როგორც ბათუმის , ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით; ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების გამოვლენა და მათთვის ხელის შეწყობა; ქართული პროფესიული მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უცხოეთში პოპულარიზაცია.

 

 

 ქალთა კამერული გუნდის მომღერლები:

 

1. მაია თამაზაშვილი                                                                12. ირინა  ტრაპაიძე

2. ნონა ვართანიანი                                                                   13. ნატალია ვართანიანი
3. ვიქტორია ახმედოვა                                                            14.  ლია დოლიძე
4.ნაზი ყადიძე                                                                             15. ნათია   თურმანიძე
5.თამარ მამარდაშვილი                                                          16. ქათევან   ვადაჭკორია
6. გვანცა ხალითბა                                                                    17.  შორენა კეშელავა 

7. მზია აბესლამიძე                                                                  18.  იამზე   გათენაძე
8. დიანა ავალიანი                                                                      19.  თეა    ლაბაძე
9.  ნატალია  ვადაჭკორია                                                        20.  თამარ  ლომაძე

10. ლელა ვაშაყმაძე                                                                  21.  მაგდა კილაძე
11.  ია ტაბიძე                                                                              22.   ნანა ყურუა                        
                                                                                                         

 

 

Amfibi Web Search & Directory